ახალი ამბები

ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება – ნათია თურნავა

19 დეკემბერი, 2019 • 1100
ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა, რა სახით, ამ მიმართულებით სამინისტრო ინვესტორებისთვის მიცემული ვადის (წლის ბოლომდე) ამოწურვას ელოდება:

“[ანაკლიის] პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ხოლო რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ, როდესაც ინვესტორისთვის მიცემული ოფიციალური ვადა ამოიწურება”, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, ინვესტორებს აქვთ უფლება, ბოლომდე ისარგებლონ მიცემული ვადით. ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, პროექტი მომგებიანია ეკონომიკისთვის, მეორე მხრივ კი, პროექტი მნიშვნელოვანია ქვყენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე: “რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იარსებებს საქართველოში, მით უფრო მეტად ვართ დაცულები და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება”, – განმარტა თურანავამ.

ამავე თემაზე

მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც პროექტით დაინტერესებულია – ანაკლიის კონსორციუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი