ახალი ამბები

მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც პროექტით დაინტერესებულია – ანაკლიის კონსორციუმი

16 დეკემბერი, 2019 • 1522
მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც პროექტით დაინტერესებულია – ანაკლიის კონსორციუმი

ანაკლიის კონსორციუმი სინფორმაციით, მათ მოიძიეს ინვესტორი, რომელიც პორტის პროექტით ჯერ კიდევ დაინტერესებულია.

კონსორციუმი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულის შესახებ მათ უკვე შეატყობინეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე.

„როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან.

ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათიქვე თქმით, ADC იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, სანამ ჩვენ ვართ მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში, რაც აუცილებელია ინვესტორთან მოლაპარაკებების დასრულების და პროექტის მომავლის უზრუნველსაყოფად.

„გვსურს თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი“, – ამბობს კონსორციუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი