„ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ხარვეზი რაც არის, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა რეალურად და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ჩვენ ამას აუცილებლად და ძალიან მალე უნდა გადავხედოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს უნდა გადავხედოთ
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა და ჩვენ ვალდებული ვართ, მას გადავხედოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის გასამართლება ვერ მოხერხდა. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ და რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ჩვენ ამას აუცილებლად და ძალიან მალე უნდა გადავხედოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Posted by Irakli Garibashvili on Monday, June 8, 2015