ახალი ამბები

მოსწავლეთა აქცია პარლამენტთან

18 დეკემბერი, 2019 • 1814
მოსწავლეთა აქცია პარლამენტთან

დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ პირველი სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციით მოზარდები გამოეხმაურნენ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასა და ამ საქმეში პოლიციელთა შესაძლო დანაშაულის ფაქტს.

„FUCK THE LAW“; „ამ ცხოვრების დედაც“- ეს ის წარწერებია, რომლებიც სავარაუდოდ, ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვა, რის გამოც შემდგომ პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. იგივე წარწერები დღეს აქციაზე გამოსულ მოსწავლეებს პლაკატებზე ეწერათ.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მოსწავლეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია პოლიციის ძალადობა, არასრულწლოვანთა გარდაცვალების ფაქტები კი ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი