სოფელ პატარა ირაგის მცხოვრებმა ზოია სავიდიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გუშინ მდინარე ადიდდა, რის გამოც ორი ხიდი წაიღო. სოფელი ცენტრს არის მოწყვეტილი და არ აქვთ ელექტროენერგია.
ზოიას თქმით, სახლებში წყალი არ შესულა, მხოლოდ იმ სახლში შევიდა, რომელიც ხიდის სიახლოვეს მდებარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მდინარე ასლანკის ადიდების შედეგად ოთხი სოფელი, დიდი და პატარა ირაგა, კლდეისი და ჯიგრაშენი დაზარალდა.
ადიდებულმა მდინარემ ნათესები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დააზიანა. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, მდინარის ადიდება წვიმამ გამოიწვია.