ახალი ამბები

ხაბეიშვილი საკრებულოსთან კიბით მივიდა

17 დეკემბერი, 2019 • 1013
ხაბეიშვილი საკრებულოსთან კიბით მივიდა

ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს შენობასთან კიბით მივიდა. თუმცა საკრებულოს დაცვამ მას კარი გაუღო და შენობაში შეუშვა.

მანამდე მომხდარი ინციდენტებისას ხაბეიშვილს საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა დილით თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ, ამის მიზეზი კი კუხიანიძის ფეისბუკ-პოსტია, სადაც ცხინვალში დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინებდა:

“მთავარი არის ის, რომ კუხიანიძემ, რომელიც არის გავრილოვი, პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც გავრილოვი, უნდა დატოვოს თბილისელების მანდატი. ეს შენობა, ეს ოთახი, ყველაფერი ეკუთვნის ამომრჩევლებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას” ,– ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე “მთავარ” არხთან.

მოგვიანებით კუხიანიძის კაბინეტში საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქტივისტების კაბინეტიდან გამოყვანა სცადეს, თუმცა აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ამავე თემაზე

“ჯერ თქვენ გაგყრით და მოგაყოლებთ კუხიანიძეს” – დავითულიანი ხოშტარია/დეკანოიძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი