ახალი ამბები

პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

17 დეკემბერი, 2019 • 1510
პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან და გენერალური შტაბის წარმომადგენლებისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე, 2020-2021 წლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

“საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ვისაუბრეთ თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, 2020-2021 წლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს გავაცანით სწავლების კუთხით მიმდინარე აქტივობები. ვისაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

აღნიშნული შეხვედრა რამდენიმე თვის წინ ინიცირებული იყო თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან და ემსახურება ჩვენს ანგარიშვალდებულებას უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ. ჩვენ პერიოდულად წარვადგენთ ჩვენს მოხსენებას უმაღლეს მთავარსარდალთან მიმდინარე ღონისძიებებზე, დაგეგმილ სწავლებებზე და ყოველთვის ჩავაყენებთ საქმის კურსში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეგიონში და შავი ზღვის აუზში”, – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ჩაჩიბაიას კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი