ახალი ამბები

ხაბეიშვილმა საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო

17 დეკემბერი, 2019 • 1198
ხაბეიშვილმა საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნცაიონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ოპოზიციის და მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. მათ კუხიანიძის ოთახის დაკავებაც სცადეს, სადაც კარავიც გაშალეს, თუმცა პოლიციამ მათ ოთახი დაატოვებინა:

“სხვა დანიშნულება ამ საკრებულოს ფაქტია, რომ არ აქვს. დავაბრახუნებ, დავუძახებ, რომ შეგვიშვით, მაინც აზრი არ აქვს. ამას უნდა შევხედოთ სერიოზულად, ტყვედ არის ჩვენი მოქალაქე და წიხლით შედგა ქართული ოცნება”, – ამბობს ხაბეიშვილი.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი