ახალი ამბები

რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

6 ივნისი, 2015 •
რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თურქეთში სამუშაოდ სამი დღის წინ წავიდა. იგი იმ ქარხნის ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, სადაც მუშაობდა. ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე შეტყობინება საქართველოს საკონსულოში დღეს დილით შევიდა. სამინისტრშო აცხადებენ, რო მიმდინარეობს საქმის მოკვლევა და დეტალებს შემდეგ გაახმიანებენ.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი