გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთი პიროვნება დაარწმუნეს, თითქოს ისინი მუშაობდნენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და განახორციელებდნენ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას, რის სანაცვლოდაც დაზარალებულ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს 13 500 აშშ დოლარი.
აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.