ახალი ამბები

ყველას გვაქვს უფლება, აზრი გამოვხატოთ – წულუკიანის აზრით, კუხიანიძემ პოსტი არ უნდა დატოვოს

16 დეკემბერი, 2019 • 1408
ყველას გვაქვს უფლება, აზრი გამოვხატოთ – წულუკიანის აზრით, კუხიანიძემ პოსტი არ უნდა დატოვოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

“ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები, პირველ რიგში, პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტო ძალისხმევა ხორციელდება. მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკის მომგვრელი სიტყვებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით.

ამავე თემაზე:

ერეკლე კუხიანიძე ამჯერად ცხინვალის KGB-ს ვერსიას ავრცელებს გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი