ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ეს მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, ეს საქმე აღარ არსებობს:
“ბრალდებას დარჩენია ერთადერთი, ღირსეულად გამოვიდეს ამ საქმიდან და გააკეთოს განცხაზდება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით,”– აცხადებს ადვოკატი.
პროკურორი ნინო აღლემაშვილი კი ამბობს, რომ ამ საქმეში პროკურატურას მაინც საკმაო მტკიცებულებები აქვს.
“ამ დასკვნის დაუშვებლად ცნობის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას, რაღა თქმა უნდა, რჩება ამ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს,”– თქვა ნინო აღლემაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ ეს დღე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა