ახალი ამბები

ბესელია: ნაფიც მსაჯულთა სისტემის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი

5 ივნისი, 2015 •
ბესელია: ნაფიც მსაჯულთა სისტემის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი

“ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ იცით, რომ წერია კონსტიტუციაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით ცვლიებაზე, ამას სჭირდება განხილვა და შემდეგ კონსტიტუციური ცვლილება. რა თქმა უნდა, ამ სისტემას აქვს ხარვეზები, ამ სისტემის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ახლაც იმავე აზრის ვარ, რომ გარკვეული ხარვეზების მატარებელი არის. მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები,”- ამბობს ბესელია.

 

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, მიუხედავად 13–საათიანი განხილვისა, ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. შესაბამისად, საჭირო გახდება ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა. 

 

ბესელია ამბობს, რომ სასამართლოს ვერდიქტში ვერავინ ჩაერევა.

 

“ეს არ არის არც პარლამენტის და არც სხვა სახელისუფლებო შტოს კომპეტენცია. ვერდიქტი უნდა მიიღოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სასამართლომ,”– ამბობს ეკა ბესელია. 

 

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტში არის შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ნაფიცი მსაჯულების შერჩევის კრიტერიუმების გამარტივებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს თუ არა, ამის ცალსახად თქმა არ შეიძლება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი