ახალი ამბები

კვოტა პარტიულ სიაში ან მაჟორიტარული ოლქი დიასპორისთვის – ზურაბიშვილის ინიციატივა

16 დეკემბერი, 2019 • 853
კვოტა პარტიულ სიაში ან მაჟორიტარული ოლქი დიასპორისთვის – ზურაბიშვილის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იმისათვის, რომ დიასპორა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, ინიციატივით გამოდის, ისინი ან პარტიულ სიებში შეიყვანონ, ან მათთვის მაჟორიტარული ოლქები შეიქმნას.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველა პარტიას შეუძლია დიასპორის თუნდაც ერთი წარმომადგენელი შეიყვანოს პარტიულ სიაში, მაჟორიატრული სისტემის არსებობის პირობებში კი მათთვის ერთი ან ორი მაჟორიტარული ოლქის შექმნას უჭერს მხარს:

“დღევანდელი შეკრება ეხება დიასპორის პრობლემას. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ მტკივნეული, მაგრამ იმედის მომცემი პროცესია, თუ ჩვენ სწორად მივუდგებით და ჩვენ ამ ხალხს გავუჩენთ იმ პირობებს- ან დაბრუნდნენ, ან ჩაერთონ ამ ქვეყნის ცხოვრებაში. მე განგებ ვთქვი, რომ ეს იქნება პროპორციული თუ მაჟორიტარული, მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება არსებობს, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი დიასპორა თავის ქვეყნების პარლამენტში და აქ არიან ეს ქვეყნები შეკრებილი.

ეს არის აუცილებელი. ეს ეხება ყველა პარტიას. ყველა პარტიას შეუძლია და მე მათ მოვმართავ დღეს, თავის სიაში შეიყვანოს ერთი წარმომადგენელი მაინც დიასპორის და ამ კუთხით დიასპორა იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ პარტიულად, მაგრამ თავისი ინტერესებით. თუკი მაჟორიტარული სისტემა იქნება, შეიძლება შევქმნათ ერთი მაჟორიტარული ოლქი ან ორი დიასპორისთვის, რისი გამოცდილებაც ასევე არაებობს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი