ახალი ამბები

პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე პოზიციას არ აფიქსირებს

16 დეკემბერი, 2019 • 959
პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე პოზიციას არ აფიქსირებს

“მე რომელ საარჩევნო სისტემასაც ვემხრობი, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, რომ ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პარტიებს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, ამიტომ ამ საკითხზე დისკუსიას პარტიებს უთმობს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ მოინახოს გამოსავალი როგორც ამ, ასევე, სხვა თემებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი