ახალი ამბები

“ამ ტიპის საქმეებს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს” – EU-ს ელჩი ბოკერიას გამოკითხვაზე

16 დეკემბერი, 2019 • 1498
“ამ ტიპის საქმეებს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს” – EU-ს ელჩი ბოკერიას გამოკითხვაზე

“ევროკავშირი და სხვები ამ ტიპის საქმეებს ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტების სავარაუდო ზეწოლის, მათ შორის, “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

“გახმაურებელ საქმეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება დავრწმუნდეთ, რომ პროცესები მიმდინარეობს სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპით და გამჭვირვალედ. როგორც ყოველთვის, ამ ტიპის საქმეებს ევროკავშირი და სხვები ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს”-, განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი