ახალი ამბები

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება – წულუკიანი

15 დეკემბერი, 2019 • 1038
მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება – წულუკიანი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წინადადება ე.წ მრავალმანდატიანი ოლქების შექმნის შესახებ, საქართველოსთვის მისაღები ვერ იქნება.

“ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. მატივად რომ ვთქვათ ჩვენ ვიხილავდით მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გადაკეთების შესაძლებლობას. ჩვენი ანალიზით აღმოჩნდა რომ ეს მოდელი არის მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში. ალბათ ეს მოდელი იმ ქვეყნებში შეძლებისდაგვარად ფუნქციონირებს, მაგრამ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება. მარტივად რომ გითხარათ ოპოზიცია ითხოვს მესტიიდან ხარაგაულამდე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იყოს,”-აცხადებს წულუკიანი.

მრავალმანდატიან მაჟორიტარული სისტემა რომ “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც. მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებზე შემდეგი შეხვდრა 20 დეკემბერს გაიმართება. როგორც ვაშაძე ამბობენ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ხელისუფლებაც უკმაყოფილოა, თუმცა მათ არ მოსწონთ “დედამიწის ზუგზე არსებული დანარჩენი სისტემები”.

“ძალიან წვალობს ხელისუფლება. ვერ ღებულობენ პროპორციულს, ვერ ე.წ გერმანულ მოდელსა და მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს. კატეგორიულ უარს ამბობენ მრავალმანდატიან ოლქებზე. მოკლედ არაფერი მოსწონთ. უფრო სწორად ინსტრუცია არ აქვთ რადგან ჩვენ მათგან განსხვავებით მანდატი გაქვს,”-აცხადებს ვაშაძე.

29 დეკემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი წარადგინეს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობენ.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი, ასევე მსხვილდება მაჟორიტარული ოლქები. ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და აპირებენ, პროექტი ექსპერტიზისთვის საერთასორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.

რას გულისხმობს ოპოზიციის ადაპტირებული “გერმანული მოდელი”

მასალების გადაბეჭდვის წესი