ახალი ამბები

შსს-მ “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

15 დეკემბერი, 2019 • 805
შსს-მ “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს გამოძიება სსკ-ს 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, 14 დეკემბერს “ქართული ოცნების”  მიერ ორგანიზებული ზეიმის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტვ პირველი: ჩვენს ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი