ტვ პირველი: ჩვენს ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ტვ პირველი აცხადებს, რომ 14 დეკემბერს “ქართული ოცნების”  მიერ ორგანიზებული ზეიმის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია ინციდენტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

 

“ისეთი განცხადებები კეთდება ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამენ, რომ გაკვირვებული არ ვარ, გაბრაზებული ვარ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ტვ “პირველის” დირექტორმა, წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პოლიციაში, სადაც ჟურნალისტი და ოპერატორი  გამოკითხვაზე იმყოფებიან, არხის მფლობელ ვატო წერეთელთან ერთად მივიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი