ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები დასრულდა – სააგენტო 

14 დეკემბერი, 2019 • 2046
ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები დასრულდა – სააგენტო 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის  პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

“ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება”, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო. 

სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულჰოლანდიურმა  კომპანია, „CITYFORESTER“-მა მოამზადა და ამის გარდა  საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: „OPENFABRIC“ და „IMAGINE STRUCTURE“ და ერთი ქართული ორგანიზაცია “CENN” იყო ჩართული

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაშის (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ხის კენწეროების ბილიკის პროექტზე საერთაშორისო ტენდერი საქართველომ 2017 წელს გამოაცხადა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი