ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ახალ კანონპროეტს შემოაქვს, არის ის, რომ მთავარი პროკურორის არჩევაში ჩართულია საქართველოს პარლამენტი, რაც განაპირობებს მთავარი პროკურორის მაღალ ლეგიტიმაციას.
“პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას და არა კონკრეტული პირი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურის რეფორმა გულისხმობს მთავარი პროკურატურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ამკვიდრებს მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესს.
პარლამენტარის თქმით, პარლამნეტია გადაწყვეტილების მიმღები, რადგან ის ირჩევს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს.
“ეს არის ძალიან დემოკრატიული და ღია პროცედურა, როდესაც პროკურორების საბჭო იხილავს და პრემიერ-მინისტრი შემდეგ ერთვება პროცესში”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის მთავარი პროკურორის იმპიჩმენტის ახალი წესი: საჭიროების შემთხვევაში მთავარი პროკურირის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებას საპროკურორო საბჭო იღებს.
“ეს რეფორმა არის ახალი ხედვა პროკურატურის, რომლის მიზანია იყოს პროკურატურა დამოუკიდებელი და ამავე დროს ანგარიშვალდებული უწყება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს იუსტიციის სამინისტროს ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთვარი პროკურატურის რეფორმირებას ითვალისწინებს.