ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 3 წელში საქართველოს 13 500 000 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა

4 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: 3 წელში საქართველოს 13 500 000 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ 2,5 წელიწადში საქართველომ მიიღო იმაზე კარგი შედეგი, ვიდრე იყო განვლილი 7 წლის განმავლობაში. ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკმაოდ ძლიერი სიგნალია.

„ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოზიტივს. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა იყოს ხელშეწყობილი მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მიერ განხორციელებული საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდა.

 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური სარეკლამო კამპანია ჩატარდა 9 მიზნობრივ ბაზარზე; საქართველოში ჩამოვიდა 200-ზე მეტი ცნობილი სააგენტოს ჟურნალისტი, რომელთათვის გაიმართა სპეციალური ტურები; 70-ზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლისთვის მოეწყო სპეციალური საინფორმაციო კამპანიები.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორთა რაოდენობაში 14,7%-იანი გარდატეხა აქვს, ასევე, გასული წლის მაისთან შედარებით 5%-ით გაზრდილია იმ ვიზიტორთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტხანს რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან 31.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი