ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრეზიდენტი გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

13 დეკემბერი, 2019 • 1507
პრეზიდენტი გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს და მის პატიმრობაში დატოვებას:

“მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!” ,- წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის გვერდზე.

დღეს, 13 დეკემბერს, ცხინვალში გამართულ სასამართლო სხდომაზე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.  წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში განახლდება.

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი