ახალი ამბები

მდინარაძე კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გაძევებაზე

12 დეკემბერი, 2019 • 1119
მდინარაძე კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გაძევებაზე

“ერთი კადრი ძალიან ცუდი სანახავი იყო”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ფაქტს, როცა ჟურნალისტები მანდატურებმა ძალის გამოყენებით გამოყარეს გარეთ.

“მეორე მხრივ, არ არსებობს ქვეყანა, სადაც კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტი რესპონდენტს ინტერვიუს ართმევს… გეთანხმებით, ძალიან ცუდი კადრი [ჟურნალისტის გაგდების] იყო”, – თქვა მდინარაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მომხდარზე შსს-მ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაიწყო [სსკ 154-ე] გამოძიება. ტაბულას ჟურნალისტის, თიკო ერაძის გარდა, დარბაზიდან გააძევეს სხვა ჟურნალისტები და ოპერატორები.  კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება იყო გამოცხადებული.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გამოძიება დაიწყო მხოლოდ ერაძის საქმეზე, თუ ზოგადად ფაქტზე, სადაც სხვა ჟურნალისტებიც ფიგურირებენ, შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიების დაწყებამდე ერაძემ მათ საჩივრით მიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია მათი საუბრის გადაღებას შეეცადა. ამ დროს დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოაგდეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი