ახალი ამბები

ანონსი – 3 ივნისი

3 ივნისი, 2015 • • 1388
ანონსი – 3 ივნისი

09:30 საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიხსნება;


10:30 თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კანონი ხმაურის შესახებ ამოქმედდა, რა იკრძალება და როდიდან დაჯარიმდებიან მოქალაქეები; სასაფლაოების პრობლემა თბილისში;


11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესტონეთის პრეზიდენტსტომას ჰენდრიკ ილვეს შეხვდება; თბილისი დავი აღმაშენებლის სახელობის დარბაზი;

 


11:00 საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩვენო სისტემები; ნაციონალური მოძრაობის დაშლა;.

 

12.00 მცხეთაში კონტროლის პალატის შენობაში  მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  ჟურნალისტებს სარდაფში განთავსებულ სამუზეუმო ექსპონატებს აჩვენებს და მუზეუმის შენობის აღდგენა-რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზებთან  დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს;

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთამ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;


12:00 გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება, საქართველოს ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ახალი სასესხო ხელშეკურულების ხელმოწერის ცერემონია. პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი;


12:00 “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი პარტიის ოფისში გამართავს პრესკონფერენციას მონოპოლიური სამსახურის (კონკურენციის სააგენტოს) მიერ მონოპოლიების ლობირების შესახებ; 
მის; ი. ხვიჩიას ქ. # 17 (ყოფილი წითელი პარტიზანები)


13:00 კულტურის სამინისტროში შედგება გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა გაუძღვებიან;


14:00 რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის პრესკონფერენციას;

 

18.00 მწერალთა სახლში გრიგოლ აბაშიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება;

მასალების გადაბეჭდვის წესი