ახალი ამბები

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

12 დეკემბერი, 2019 • 1554
ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა. მიზეზი, როგორც ჩრდილელი აცხადებს, დღეს დამტკიცებული მოსამართლეთა 14-კაციანი სიაა:

“ერთი წელია ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ.

შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას.

და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი.

ჩემთვის, ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა. გარედან შესაძლოა ჩანს, რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია…

მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი.

თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე მეგობრები, გამოცდილება და შაქარი.

არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ.
პირადად ვინც მიცნობს, იცის, რომ
ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.

კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ უდიდესი ნდობისთვის”, – აცხადებს ჩრდილელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი