ახალი ამბები

ხელისუფლების დაცემა იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც აღმოცენდა – ოთარ ჩრდილელი

21 თებერვალი, 2019 • 1889
ხელისუფლების დაცემა იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც აღმოცენდა – ოთარ ჩრდილელი

ხელისუფლების დაცემა-გადაგვარება იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც ეს ხელისუფლება აღმოცენდა, – ეს შარლ ლუი დე მონტესკიეს სიტყვებია, რომელიც უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა ფეისბუკში გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე კანონპროექტი ჩააგდო.

თავად ოთარ ჩრდილელმა მხარი დაუჭირა ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

კანონპროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი ბესელიას და სხვების კანონპროექტს

მასალების გადაბეჭდვის წესი