ახალი ამბები

მარგველაშვილი: გომელაური ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრია

31 მაისი, 2015 • 1167
მარგველაშვილი: გომელაური ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრია

მარგველაშვილმა თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულმა პოლიციამ ძალიან რთული გზა გაიარა და მოვიდა დღემდე, როდესაც პოლიცია მოქალაქეთა უფლებებს იცავს.


“ეს გზა გასაგრძელებელია, ეს გზა გასაღრმავებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე”


პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან, რადგანაც პოლიციელი ჩვეულებრივი მოქალაქეების დაცვისთვის არის მოწოდებული. 

 

“მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის მტკიცედ თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მე ხაზგასმით მინდა მას მოვულოცო დღევანდელი დღე. რთულ ვითარებაში, როდესაც კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო და ფაქტიურად თავის ადგილას დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდის, თავისი პროფესიონალიზმის, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით. მე საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის,”– განაცხადა პრეზიდენტმა

 

დღეს პოლიციელთა პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი