შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ამოღებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.