ახალი ამბები

თადუმაძის დიპლომის საკითხი გარკვეულია – მათიკაშვილი

12 დეკემბერი, 2019 • 999
თადუმაძის დიპლომის საკითხი გარკვეულია – მათიკაშვილი

“თადუმაძეზე მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, არის ჩვენი გუნდის ერთგული წევრი, თუმცა ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ თანამდებობის დასაკავებლად, რადგან ის სახელმწიფო სამსახურში იმყოფება, ის მოქმედი გენპროკურია”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა ტვ პირველთან საუბარში.

დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნად 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია, რომელთა შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

“ადამიანები შევარჩიეთ კეთილსინდისიერების, სამუშაო გამოცდილების, აკადემიური ცოდნის და კიდევ სხვა კრიტერიუმებით…

გუნდის აზრი, ცხადია, გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად იყო მიღებული”, – განაცხადა მათიკაშვილმა ტვ პირველთან.

მისი თქმით, თადუმაძის დიპლომის საკითხი, რასაც არასამთავრობო სექტორი და ომბუდსმენი კითხვნის ნიშნის ქვეშ აყენებენ, “გარკვეულია და ყველაფერი წესრიგშია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი