ახალი ამბები

კლანი უნდა წავიდეს და სასამართლო ხალხს დაუბრუნდეს – ვახუშტი მენაბდე

12 დეკემბერი, 2019 • 976
კლანი უნდა წავიდეს და სასამართლო ხალხს დაუბრუნდეს – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან კლანის წევრები, რომლებიც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას. ამის შესახებ ვახუშტი მენაბდემ იურიდიული კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები, მათ შორის, მთავარი პროკურორი, ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობაზე ზრუნვის წრეს წარმოადგენენ.

“კლანი უნდა წავიდეს და სასამართლო უნდა დაუბრუნდეს ხალხს”, – განაცხადა მენაბდემ. მან ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდა აჯანყებისკენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14 ადამიანს გაუწია. იხილეთ სია:

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი

მასალების გადაბეჭდვის წესი