კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისა და ბოიკოტის შესახებ დისკუსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოცხადებული შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტს ოპოზიციის ბოიკოტი შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის.
„კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”
ეს ორ რამეს ნიშნავს:
- პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ჰყავს);
- ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა“, — წერს მენაბდე.
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.
ამავე თემაზე:
„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას
კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია