ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ხვალ, 7:00 საათიდან აანონსებს

11 დეკემბერი, 2019 • 884
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ხვალ, 7:00 საათიდან აანონსებს

ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ხვალ, 7:00 საათიდან აანონსებს.

ხვალ, 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უნდა უყაროს კენჭი. სწორედ ამ პროცესს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში 09:30 საათზეა დანიშნული. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი არ მისცემენ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზეც უნდა იმსჯელონ. აღნიშნულ საკითხზე სხდომა 09:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ორივე საკითხი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გავა კენჭისყრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი