ახალი ამბები

კვერენჩხილაძე: სააკაშვილმა რომ ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს, პრეზიდენტს უნდა მიმართოს

1 ივნისი, 2015 • • 1044
კვერენჩხილაძე: სააკაშვილმა რომ ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს, პრეზიდენტს უნდა მიმართოს

“იმისათვის, რომ პირმა საგამონაკლისო წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მან მოტივირებული განცხდებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან უნდა დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც იგი არის. შესაბამისად, პირის მოტივირებული პირადი განცხადება არის სავალდებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

 

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი