ახალი ამბები

პაპუაშვილი და აბუსერიძე “ოცნებიდან” გასვლის გეგმას უარყოფენ

10 დეკემბერი, 2019 • 1335
პაპუაშვილი და აბუსერიძე “ოცნებიდან” გასვლის გეგმას უარყოფენ

ტელეკომპანია “ტვ პირველის” ინფორმაციით “ქართულ ოცნებას” და უმრავლესობას ალექსანდრე ერქვანიასთან ერთად კიდევ სამი დეპუტატი: ირაკლი აბუსერიძე, კობა კობალაძე და ზაზა პაპუაშვილი ტოვებენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” დეპუტატებს დაუკავშირდა. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს დეპუტატებმა, ირაკლი აბუსერიძემ და ზაზა პაპუაშვილმა, ხოლო კობა კობალაძემ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობაში – დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი