ახალი ამბები

ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობაში – დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

10 დეკემბერი, 2019 • 1202
ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობაში – დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

ქართული ოცნების წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა უმრავლესობიდან „ქართული ოცნება“ დატოვა. ალექსანდრე ერქვანიმ, ამის შესახებ დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

ალექსანდრე ერქვანიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმრავლესობის დატოვების ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც.

ალექსანდრე ერქვანია: „მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია. ვერ გააცნობიერა, რა როლი აკისრია ეკლესიას ქვეყნის აღმშენებლობაში, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი სარწმუნეობა – მართლმადიდებლობაა.

მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერებს, ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი