ახალი ამბები

უზენაესის კანდიდატების კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

10 დეკემბერი, 2019 • 1133
უზენაესის კანდიდატების კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრის პარალელურად აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 12 დეკმებრს, 9:00 საათიდან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად პარლამენტთან  შეიკრიბებიან და “სირცხვილის დერეფნებს” მოაწყობენ:

“სახეზეა სასამართლოს უვადოდ მიტაცების შემთხვევა, რისი შეჩერებაც მხოლოდ ჩვენი აქტიურობითა და პროტესტით შეგვიძლია! სწორედ ამიტომ, 12 დეკემბერს, 09:00-დან, სამოქალაქო საზოგადოება – არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს და კომიტეტის წევრებს ვაიძულებთ, დაემორჩილონ არა ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს, არამედ კანონსა და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის საუკეთესო ინტერესს.

გამართული და გავლენებისგან დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორი. არ დავუთმოთ სასამართლო ოლიგარქის მარიონეტებს” ,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

მასალების გადაბეჭდვის წესი