“ქართველმა ახალგაზრდებმა ჩაუშვეს პროექტი, რომელშიც ისინი სთხოვენ მთელ მსოფლიოს, მხარი დაუჭირონ მათ იდეას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია. ამის საპასუხოდ აფხაზეთის ახალგაზრდებმა შემხვედრი ფშელმობი ჩაუშვეს. თუ ფიქრობთ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამობეჭდეთ, სურათი გადაუღეთ და სოციალურ ქსელებში ჰაშტაგის მეშვეობით სოციალურ ქსელში განათავსეთ”, – ასეთი მოწოდებას რუსულ და ინგლისურ ენებზე აფხაზეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ათავსებენ.
აქცია მსოფლიო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად! არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართულ პროექტს” ეკუთვნის. აღნიშნული აქცია ითვალისწინებს პლაკატის, წარწერით “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა”, სოციალურ ქსელებში განთავსებას. აღნიშნული ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ფოტოებით ირკვევა, რომ ამ აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იღებენ.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |