ახალი ამბები

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა

9 დეკემბერი, 2019 • 2492
რუსეთს ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთს ოთხი წლით ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ანტი დეპინგურმა სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ ერთსულოვნად მიიღო.

სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის დროშა და ეროვნული ჰიმნი აღარ დაიშვება როგორც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ასევე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც ყატარში გაიმართება. რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს 21 დღე აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილებას ან დაემორჩილოს ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს.

ის სპორტსმენები კი, რომლებიც დოპინგ ტესტს წარმატებით გაივლიან, შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუმცა სხვა “ნეიტრალური” დროშის ქვეშ.  WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ მოსკოვში არსებულმა ლაბორატორიამ უკვე ტესტირებაგავლილი სპორტსმენების მონაცემთა ბაზაში ცვლილება განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი