ახალი ამბებირეკლამა

პასუხისმგებლიანი თამაში – ევროპაბეთი უარს ამბობს გარე რეკლამის განთავსებაზე

9 დეკემბერი, 2019 • 2708
პასუხისმგებლიანი თამაში – ევროპაბეთი უარს ამბობს გარე რეკლამის განთავსებაზე

კომპანია “ევროპაბეთი” უარს ამბობს გარე რეკლამაზე, სააათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ასევე ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. 

2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, აღარ გამოიყენებს ისეთ კომუნიკაციას, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. შესაბამისად, თბილისში გარე რეკლამების მოხსნა უკვე დაიწყო. დაზოგილ თანხებს კომპანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისკენ მიმართავს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები კომპანიამ ახალი პროექტის ფარგლებში მიიღო. „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.

რა არის პასუხისმგებლიანი თამაში?

“პასუხისმგებლიანი თამაში” 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პასუხისმგებლობა ბიზნეს პროცესებში, პასუხისმგებლობა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

ს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც „ევროპაბეთმა“ თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია:

[checklist]

  • რეალობის შემოწმების შეტყობინება
  • თვითშეფასების ტესტი
  • მოთამაშის რჩევები
  • მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
  • პრობლემური მოთამაშეების თერაპია
  • გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია

[/checklist]

ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას განცხადებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესი არის განვითარებადი და საჭიროებს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას.

“ევროპაბეთმა კომუნიკაციის ნაწილში პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის”, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, მისი მიზანია უკეთესი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესიც და საზოგადოებაც ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან,” – ამბობს ლაშა ლოგუა.

დაზოგილი თანხა საზოგადოებასა და გარემოს მოხმარდება

„ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:

[checklist]

  • პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა – საინფორმაციო ვებ-გვერდები; პრობლემურ თამაშთან მუშაობა – ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
  • სპორტის განვითარება – სპორტსმენების და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ონლაინ მედიის განვითარება – ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება

[/checklist]

ევროპაბეთი – გლობალური ჯგუფის, BETSSON-ის წევრი

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში.

“პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროითი, ასევე ადამიანური რესურსები მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს,” -აცხადებენ კომპანიაში.

„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და იგი ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი