ახალი ამბები

“მთავარის“ ჟურნალისტის თქმით, მას მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ გამოძიება დაიწყო

8 დეკემბერი, 2019 • 4290
“მთავარის“ ჟურნალისტის თქმით, მას მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ  გამოძიება დაიწყო

“მთავარი“ არხის ჟურნალისტი, ემა გოგოხია ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. საქმე კი ეხება ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში დაკავებული სასულიერო პირის საქმეს. ამ განცხდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გოგოხია “მთავარ“ არხთან საუბარში ამბობს, რომ ამ მუქარამდე გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემდეგ კი უცნობი პირები მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ:

“ჩემთან მივიდნენ სასულიერო პირები, მამა გამოიყვანეს სახლიდან და ის გააფრთხილეს, რომ დაუბარეს, რომ მე ეს საქმიანობა არ გამგერძელებინა. არ შევხებოდი ქალაქში ნარკოტიკების, თორემ, ერთი ტყვია ემასთვის არის შენახული,“ – ამბობს გოგოხია.

ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ, რომ გოგოხიას მიერ თავდასხმისა და მუქარების შესახებ საქმეზე გამოძიება ერთობლივად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი – მუქარისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის – მუხლით მიმდინარეობს.

უწყება ამბოს, რომ საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს.

ზუგდიდში პოლიციას ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასულიერო პირი ჰყავს დაკავებული. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ექვემდებარებოდა.

ვრცლად ამ თემაზე:

რა ვიცით ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერზე

მასალების გადაბეჭდვის წესი