ახალი ამბები

პოლიციამ ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

26 მაისი, 2015 •
პოლიციამ ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციის ცნობით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბ. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციის ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი