ახალი ამბები

რატომ მივიდნენ “გაბედეს” აქტივისტები კილაძის ბიუროსთან ჩაფხუტებით

5 დეკემბერი, 2019 • 1159
რატომ მივიდნენ “გაბედეს” აქტივისტები კილაძის ბიუროსთან ჩაფხუტებით

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა სოფიო კილაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან აქცია ჩაფხუტებით გამართეს. “გაბედეს” აქტივისტები სოფო კილაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ჩაფხუტებით აქციის გამართვის  მიზეზად აქტივისტებმა ბოლო დროს მიმდინარე კონტრაქციები დაასახელეს, რომლის დროსაც აქციის მოანწილეებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. მათი თქმით, კილაძის ბიუროსთან ჩაფხუტებით იმის გამო მივიდნენ, რადგან სახელმწიფო არ იცავთ:

“სირცხვილია, როცა ჩვენ ბიუროში გვიწევს ჩაფხუტებით მოსვლა იმიტომ, რომ ჩვენ ეს საფრთხე უკვე არეართხელ ვიგრძენით საკუთარ თავზე, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს შეიძლება ფიზიკურად დაუპირისპირდეს პარლამენტის დეპუტატის პირადი ამალა და პირადი დაქირავებული ზონდერ ჯგუფი” – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

მოგვიანებით, აქტივისტებს ბიუროს თანამშრომლებმა უტხრეს, რომ სოფო კილაძე ოფისში არ იმყოფებოდა და ის პარლამენტში იყო, რის შემდეგაც “გაბედეს” წევრებმა ბიუროს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი