ახალი ამბები

“ლელო” PISA-ს შედეგებს განათლების სამინისტროსთან აქციით გამოეხმაურა

5 დეკემბერი, 2019 • 1804
“ლელო” PISA-ს შედეგებს განათლების სამინისტროსთან აქციით გამოეხმაურა

მოძრაობა “ლელომ” განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა და განათლების გრძელვადიან რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მოძრაობის წევრები გამოხმაურნენ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევას და თქვეს, რომ საქართველოს განათლების სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს.

“ჩვენ დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გამოვეხმაუროთ ყველაზე სავალალო შედეგს, რომელიც PISA-ს კვლევამ გვაჩვენა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო იკავებს ყველაზე დაბალ პოზიციებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და აჩვენებს იმას, რომ დღეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, სამწუხაროდ, ბავშვებს ვეღარ ამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის და მათ იმეტებს სამომავლო შიშმილისთვის, ვერ ახდენს მათი მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვიწევს ხელოვნურ კრიზისებზე და ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობა ნაცვლად იმისა, რომ განათლების სისტემის პრობლემებზე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი თქმით, სასკოლო გარემო დღეს აბსოლუტური კრიზისის წინაშეა და სასურველია გრძელვადიან რეფორმაზე დაიწყოს საუბარი.


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევით, კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. გარდა ამისა, საქართველომ წინა კვლევასთან შედარებით სამივე კატეგორიაში გაუარესებულ შედეგები აჩვენა.

PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს შედეგები გაუარესებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი