ახალი ამბები

520-ე დადგენილების თაობაზე ექიმები პრემიერს ხვდებიან

4 დეკემბერი, 2019 • 1464
520-ე დადგენილების თაობაზე ექიმები პრემიერს ხვდებიან

მთავრობის ადმინიტრაციაში კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხვდებიან. შეხვედრის თემა მთავრობის მიერ მიღებული 520-ე დადგენილებაა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება. როგორც პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, შეხვედრა დახურულია.

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

ექიმების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის.

კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი