ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმე: რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება

4 დეკემბერი, 2019 • 1142
ხანგოშვილის საქმე: რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიის მიერ ბერლინში მათი საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო საპასუხო ზომებს მიიღებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგვისტოში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებს. როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსულ სპეცსამსახურებს ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს მკვლელობაში მონაწილეობის ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. რუსეთმა კი, არაერთი თხოვნის მიუხედავად, გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

ТАСС წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ განუცხადა: „გერმანული მხარის განცხადებას ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გამოძევების შესახებ უსაფუძვლოდ და არამეგობრულად მივიჩნევთ. პოლიტიზებული მიდგომა საგამოძიებო საკითხების მიმართ დაუშვებელია. იძულებულნი ვართ, საპასუხო ზომების კომპლექსი მივიღოთ“.

ამავე თემაზე

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი