ახალი ამბები

ბერლინმა მოსკოვს შესაძლოა სანქციები დაუწესოს – WSJ

4 დეკემბერი, 2019 • 911
ბერლინმა მოსკოვს შესაძლოა სანქციები დაუწესოს – WSJ

Wall Street Journal წერს, რომ გერმანიის მთავრობამ რუსეთის მიმართ, შესაძლოა, დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციები დააწესოს, თუ დადასტურდა, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას კავშირი აქვს ოფიციალურ მოსკოვთან.

გამოცემა წერს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება დააზარალოს რუსეთ-გერმანიის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში.

Wall Street Journal იტყობინება, რომ გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში წყარომ უთხრა, რომ გამომძიებლები შეჯერდნენ ეჭვმიტანილის ვინაობასა და მის კავშირზე რუსულ სახელმწიფოსთან. გამოცემის ინფორმაციით, საქმეს გადასცემენ ფედერალურ პროკურორს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებითაა დაკავებული.

აგვისტოში ბერლინის რაიონ მოაბიტში უცნობმა ველოდისეპიდსტმა მოკლა მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით ბერლინის პროკურატურამ განაცხადა, რომ მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი იყო, ხოლო მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დაკავებულია.

ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მკვლელობას არ აქვს კავშირი ოფიციალურ პირებთან და რუსეთთან. 

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი