ახალი ამბები

დაძაბული სიტუაცია მცხეთაში [ვიდეო]

3 დეკემბერი, 2019 • 746
დაძაბული სიტუაცია მცხეთაში [ვიდეო]

მცხეთაში, მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისიც მდებარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ ამ ადგილას გუშინ მომხდარ ძალადობას ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრების წინააღმდეგ.

შენობასთან შეკრებილი არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მობილიზებულია პოლიციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი