ახალი ამბები

1 წელში სურსათი 13.4%-ით გაძვირდა, დასვენება – 7%-ით, ტრანსპორტი – 3.1%-ით

3 დეკემბერი, 2019 • 1208
1 წელში სურსათი 13.4%-ით გაძვირდა, დასვენება – 7%-ით, ტრანსპორტი – 3.1%-ით

2019 წლის ნოემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში წინა თვესთან შედარებით 0.9% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2017 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, 7%-მდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა სამომხმარებლო ფასების 6.3%-იანი ზრდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2%), რძე, ყველი და
    კვერცხი (15.4%), თევზეული (14.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1%), პური და პურპროდუქტები (11.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9%), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4%-ით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4%);
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.0%-ით. ფასები გაიზარდა დასვენების,
    გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6%), ასევე, გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6%);
  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი მატება. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო
    საშუალებების შეძენაზე (9.6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6%);
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.4%-ით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4%) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1%).

მასალების გადაბეჭდვის წესი