ახალი ამბები

მესიმ მეექვსედ მოიგო “ოქროს ბურთი”

3 დეკემბერი, 2019 •
მესიმ მეექვსედ მოიგო “ოქროს ბურთი”

არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ 32 წლის ასაკში თავისი მეექვსე პრესტიჟული ჯილდო, “ოქროს ბურთი” მოიგო. ლიონელ მესი კარიერის დაწყებიდანვე საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ თამაშობს. 

2019 წელს მესიმ გუნდთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლივერპულთან ჯამურად 3:4 დათმო.

მესიმ წინა, 2018/19 წლების სეზონში 50 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა, ამ სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 9 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი